2012 წლის 29 იანვრის დილას, ხელოვნების მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოში, ანჩისხატის კარედის ასლს სურნელოვანი მირონი წამოუვიდა. საგულისხმოა, რომ ეს ასლი ანჩისხატის ტაძრისათვის შექმნილ სახატის პროექტზეა გამოსახული. მირონი დღითიდღე მატულობს...
(ხელოვნების მუზეუმი მდებარეობს თავისუფლების მოედანზე, ყოფილ ცეკავშირთან)
მოამბე 7/01/2012 - სალიტანიო ანჩისხატი
13 ნოემბერი – ასიათას მოწამეთა დღეს – ხატთათაყვანისმცემელთათვის
კვირას, 13 ნოემბერს 12:30 სთ–ზე ხელოვნების მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოდან სალიტანიო ანჩისხატს წავაბრძანებთ და შეუერთდებით მსვლელობას მეტეხის ხიდზე, სადაც მისი უწმიდესობა ილია II აღავლენს პარაკლისს ასიათას ხატთათვის თავდადებულთა სახელზე.
მრევლმა ანჩისხატით გზა იერუსალიმიდან თბილისამდე გაიარა. თაბორის მთის, იერუსალიმის წმიდა ადგილების, ტაო კლარჯეთის მოლოცვის შემდეგ ხატის კანონიკური ასლი თბილსში ჩამოაბრძანეს. სხვადასხვა ტაძრის მრევლმა ხატი ანჩისხატის საკათალიკოსო ტაძრის ირგვლივ შემოატარა და მისი დედნის სიახლოვეს დაასვენა. ანჩისხატის დედანთან პარაკლისის შემდეგ უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კანონიკური ასლი მოილოცა და მრევლი დალოცა.