ავგაროზი X წინათქმა X ანჩისხატის ისტორია X ქართული სიწმიდეები X დოგმატი X ქრონიკა X მოგვმართეთ



აპოკრიფები "ავგაროზის ეპისტოლის" შესახებ

 

ავგაროზი
სინური თარგმანი

ებისტოლე

ავგაროზ

მთავრისაჲ,

რომელი მიუწერა

უფალსა ჩუენსა

იესუ ქრისტესა

     ავგაროზ მთავარი ქალაქისა ედესისაჲ, იესუს მაცხოვარსა მეუფესა სახიერსა, გამოჩინებულსა ქალაქსა იჱრუსალიმსა, გახარებ: მესმის შენთჳს და  საკჳრველებათა შენთათჳს, რამეთუ თჳნიერ თივათა და  წამალთა იქმ კურნებათა, რამეთუ სიტყჳთ ხოლო განჰკურნებ: ბრმათა თუალთა აღუხილავ, მკელობელთა ავლინებ, კეთროვანთა განსწმედ და  სულთა არაწმიდათა იოტებ, და თჳთო სახეთა სენთაგან გუჱმულთა განაცოცხლებ, და დედაკაცსა წიდოვანსა შეხებითა სამოსლისა შენისაჲთა ულხინებ და  მკუდართა აღადგინებ.
           ესე ყოველი რაჲ მესმა შენთჳს, გონებასა ჩემსა დავიდევ ერთი ორთაგანი: ანუ თუ შენ ხარ ღმერთი, რომელი გარდამოჰჴედ და იქმ ამათ ესევითართა საკჳრველებათა, ანუ ძე ხარ ღმრთისაჲ, მოქმედი ამათ სასწაულთაჲ, ანუ წინასწარმეტყუელი დიდი.
           აწ უკუე გევედრები, რაჲთა თავს-იდვა შრომაჲ და მოსლვაჲ ჩემდა მომართ და  ვნებაჲ ესე, რომელ არს ჩემ თანა, განჰკურნო.
            ხოლო მესმა, თუ ჰურიანი დრტჳნვენ და ჰნებავს მოკვლვაჲ შენი.
            უკუე ჩემდა ქალაქი მცირე, რომელი ესე კმა გუეყოს
            ორთავე - შენდა და  ჩუენდა. და  მშჳდობაჲ შენდა
 

ებისტოლე

უფლისა ჩუენისაჲ

იესუ ქრისტესი,

რომელი მიუწერა

ავგაროზ მთავარსა

და მიუძღუანა

ჴელითა

ანანიაჲსითა


გელათის ოთხთავი

        ჯერ არს ჩემდა პირველად აღსრულებად განგებულებისა ამის, რომლისთვისცა მოვლინებულ ვარ მომავლინებელისაგან ჩემისა. და   აღვასრულო, რაჲთა ავმაღლდე ზეცად. და  შემდგომად ამაღლებისა ჩემისა მოგივლინო შენ ერთი მოწაფეთა ჩემთაგანი, სახელით თადეოზ, რომელმან განგკურნოს შენ და  შენთანი. და  ცხორებაჲ მოგცეს შენ და   ქალაქსა შენსა, რომელსა ეწოდების ედესაჲ, რამეთუ არა ვინ მტერთაგანი მძლე ექმნას მას.
              რამეთუ წერილ არს ჩემთჳს: ნეტარ არიან, რომელთა მიხილონ და  ვჰრწმენე. ხოლო სამგზის სანატრელ არიან, რომელთა არა უხილავ და  ვჰრწმენე. და  შენცა, რამეთუ არა გიხილავ და  გრწმენა, განმზადებულ არს შენდა ცხორებაჲ სულისა და  ჴორცთაჲ და  სახლსა შენსა და   საცხორებელად ყოველთა, რომელნი გხედვიდენ შენ. რამეთუ მე მოვდრიკენ ცანი და  გარდამოვჴედ ნათესავისათჳს კაცთაჲსა და  საშოჲ ქალწულისაჲ დავიმკჳდრე, რაჲთა გარდასლვაჲ იგი მცნებისაჲ, რომელი იქმნა სამოთხეს შინა, აღვჴოცო. თავი თჳსი დავიმდაბლე, რაჲთა თქუენ აღგამაღლნე.
             ხოლო რომელ მოსლვისათვის ჩემისა მოგეწერა ჩემდა, ჯერ არს ძისა კაცისა მიცემად ჴელთა კაცთა ცოდვილთასა ჯუარცმად და   მესამესა დღესა აღდგომად.
               ხოლო ებისტოლე ესე ჩემი სადაცა იპოვოს-გინა თუ გზასა ზედა, გინა თუ ზღუასა შინა, ანუ თუ სამშჯავროსა შინა, გინა თუ ვისმე აჴურვებდეს, ანუ აძრწოლებდეს, ანუ მტერისაგან შეპყრობილ იყოს, ანუ მწამლველობისაგან, გინა სხჳსა რაჲსაგანმე სნეულებისა, ყოველივე დაიჴსნას.
                ხოლო რომელსა ეტჳრთოს ებისტოლე ესე ჩემი, არს-მცა წმიდა და   განყენებულ ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა, რამეთუ ყოველივე ჴელითა ჩემითა დაწერილ არს და  დავბეჭდე ესე შჳდითა ბეჭდითა, რომელნიცა ქუჱმოწერილ არიან.

 

ესე არიან შჳდნი იგი ბეჭედნი:

 

თარგმანი თჳთოეულისა ბეჭდისაჲ:

ხოლო ჯუარი ამას გამოაჩინებს, რომელ ნეფსით დაემსჭუალა მას ზედა.

ხოლო ფარი ფარვილ-ყოფასა საჲდუმლოთასა მოასწავებს, რამეთუ კაც იქმნა ჭეშმარიტებით განცხადებულად და  არა ფარულად.

ხოლო ქანი ქერობინთა საყდართა განსუჱნებასა მისსა მოასწავებს.

ხოლო ენი იტყჳს: "ესე არს ღმერთი პირველი და  სხუაჲ თჳნიერ მისსა არა ვინ არს ღმერთი."

ხოლო ინი  მეტყუელებს, ვითარმედ იგი არს მეუფე მაღალი და  ღმერთი ღმერთთაჲ.

ხოლო რაჲ იტყჳს, რამეთუ მჴსნელ ვეყავ მე ნათესავსა კაცთასა.

ხოლო დონი იტყჳს: "დიდ ვარ მე და  მაღალ და  საშინელ და  ცხოველ ვარ მე უკუნისამდე"

 

"ზღუდე ვარ

მე ედესიისაჲ

და
უტყუველისა

მის აღთქუმისა

წინდი"

 

         მიიწია რაჲ ებისტოლე უფლისაჲ ავგაროზის მიმართ მთავრისა, ესმა, ვითარმედ მოსწრაფე არიან ჰურიანი მოკლვად იესუსსა, წარავლინა ავგაროზ მთავარმან მალემსრბოლი და  ჴელოვანი მხატვარი, რაჲთა გამოსახოს მან ხატი უფლისაჲ და  მოჰგუაროს მას.
                მიიწივნეს რაჲ მხატვარი და მალემსრბოლი ბჭეთა იჱრუსალიმისათა, აჰა უფალი შეემთხჳა მათ და  სიტყუა-უგო და  ჰრქუა მათდა მიმართ: "კაცნო, მსტოვარნი ხართ თქუენ?" მიუგეს და  ჰრქუეს მათ: "წარმოვლინებულნი ვართ ავგაროზისნი ხილვად იესუჲს ნაზარეველისა, რაჲთა ვიხილოთ ხატი მისი".
                  და  აღუთქუა მათ უფალმან შესაკრებელად მისლვად. და  ესე რაჲ ჰრქუა მათ, თანაწარჰჴდეს მას. ხოლო ხვალისა დღე წარვიდოდა უფალი შესაკრებელად და  დაჯდა მუნ და  ასწავებდა სიმრავლესა ერისასა.
                ხოლო მხატვარი შევიდა და  დადგა დამართებით მისა და  იწყო წერად სახესა იესუჲსსა და  ვერ ძალ-ედვა მას გამოხატვაჲ მისი, რამეთუ ვერ შემძლებელ იყო ხატსა პირისა მისისასა გულისჴმის-ყოფად და  ვერცა განიცდიდა მსგავსებასა მისსა.
                  მაშინ ვითარცა იხილა მოყუასმან მისმან, აჭენა და  ჰრქუა მას: "შევედ შორის მისსა და  მიეც ტილოჲ ეგე, რომელ გაქუს ავგაროზისგან, ჴელთა მისთა".
                  ხოლო იგი შევიდა და შეუვრდა ფერჴთა მისთა და ყოველივე გამოუცხადა წინაშე ერისა მის და  მისცა ტილოჲ იგი. ხოლო უფალმან მიიღო წყალი ჴელითა და  დაიბანა პირი და დაიდვა ტილოჲ იგი პირსა ზედა თჳსსა. და   მეყსეულად გამოისახა ხატი პირისა მისისაჲ მას ზედა. დაუკჳრდა ყოველთა მუნ მსხდომარეთა, რომელთაცა იხილეს და  მისცეს დიდებაჲ ღმერთსა.
                    ხოლო ტილოჲ იგი მისცა თადეოზ მოციქულსა და  უბრძანა შემდგომად ამაღლებისა მისისა წარსლვად ედესე ქალაქად და  განკურნებად სენსა და   ყოველსა ცისად-ცისად გუჱმულებასა. და  შემდგომად ამაღლებისა უფლისა წარვიდა სიტყჳსაებრ უფლისა.
                     ხოლო მიიწივნეს თადეოზ და  მისთანი იგი ქალაქსა ერთსა, რომელსა ეწოდების იერაპოლი. და  დადგეს იგინი გარეშე ქალაქსა, სავანესა მას მეკეცეთასა. და  დადვეს წმიდაჲ იგი ტილოჲ შორის ორთა კეცთაჲსა და  დაფარეს, რამეთუ ეშინოდა. და  ვითარცა დაიძინეს, მახლობელად მათსა, აჰა ესერა, ღამესა მას გამოჩნდა სუჱტი ცეცხლისაჲ ზეცით და  დაადგრა ზედა ადგილსა მას, სადა იყო ხატი უფლისაჲ.
                     და  ვითარცა იხილეს მცველთა მათ ქალაქისათა სასწაული იგი, აუწყეს მთავარსა მას ქალაქისასა. და  გამოვიდა მთავარი იგი ერითურთ. და  პოვეს მათ ხატი უფლისაჲ შორის ორთა მათ კეცთაჲსა, სადა-იგი დგა სუჱტი ცეცხლისაჲ. და  ენება მიღებაჲ ხატისაჲ მის. ხოლო კაცმან მან მალემსრბოლმან და  მხატვარმან მიუგეს და  ჰრქუეს, ვითარმედ ავგაროზისნი არიან. და  ვითარცა ძიება-ყვეს, განიზრახვიდეს წარღებასა მისსა და  მეყსეულად პოვეს ერთსა მას კეცსა ზედა გამოხატული ხატი უფლისაჲ, ვინაჲ-იგი მიეახლა წმიდასა მას ტილოსა, რომელთა შორის დაეკრძალა კაცთა მათ.
                       მაშინ კეცი იგი აღიღო მთავარმან ქალაქისამან და  დადუმნა, ხოლო ტილოჲ იგი მისცა მოციქულსა და  მალემსრბოლსა მას. და  ვითარცა წარვიდა თადეოზ და  მისთანი იგი, ვინაჲ-იგი მოივლინნა უფლისა მიერ და  ვითარცა მიეახლნეს უტევან ერთ ქალაქსა მას, პოვეს ვინმე განრღუჱული ქუჱმდებარე, რომელი ითხოვდა პურსა და  დასდვა ჴელი მას ზედა და  შეეხო ხატსა მას უფლისასა და  მეყსეულად აღდგა, ხლდომით ვიდოდა და  სრბით შევიდა ქალაქად და  მივიდა იგი დედისა თჳსისა. იხილეს იგი ყოველთა და  დაუკჳრდა და  იტყოდეს: "არა იგი არსა ქუჱმდებარე და  ბდუნევით მავალი, ქურივისა მის ძე?"
                       და  მყის მიიწია სიტყუაჲ ესე ავგაროზის მთავრისა. ხოლო მან მიუწოდა ყრმასა მას და  ჰკითხა: "ვინ განგკურნა შენ, ყრმაო?" მიუგო და  ჰრქუა: "კაცმან ვინმე მპოვა გარეშე ქალაქისა, ჴელი შემახო და  განვიკურნე".
                      ჰგონებდეს ავგაროზ, ვითარმედ უფალი არს. და  მსწრაფლ წარავლინა, რაჲთა ცნას. და  პოვა თადეოზ მის მიერ მივლინებულთა მათ თანა. და  მი-რაჲ-ვიდეს პალატად, შეიწყნარნეს სიხარულით.
                        ხოლო ავგაროზ  დაჴსნილ იყო და  მდებარე ცხედარსა ზედა ექუს წელ. მაშინ მიიღო ტილოჲ იგი ჴელითა მისისა, რომელსა ზედა გამოეხატა ხატი უფლისაჲ და  ამბორს-უყო მას სიხარულით და  მეყსეულად განიკურნა იგი. მასვე ჟამსა აღდგა და  ვიდოდა უვნებელად სრულად. და  ჰრქუა თადეოზ მოციქულსა: "რაჲ ჯერ-არს ყოფად ჩემდა?" ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: "ესრეთ ჯერ-არს პირველად ყოვლისა, რაჲთა ნათელ-იღო".
                      ხოლო მან სიხარულით შეიწყნარა. ვითარცა უქადაგა სახარებაჲ უფლისაჲ, შთაიყვანა იგი წყაროდ, რომელსა ეწოდების კერასაჲ და  ნათელ-სცა მოციქულმან თადეოზ ავგაროზს, ცოლსა და  შვილთა მისთა და  ყოველთა სახლეულთა მისთა სახელითა მამისაჲთა, ძისაჲთა და  სულისა წმიდისაჲთა. იხარებდეს ყოველნივე და  განწმიდნა ყოველნი ყოვლისვე ვნებისაჲ და  ადიდებდეს ღმერთსა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 

ანჩისხატი
ნამდვილი ხელითუქმნელი ედესიის ხატი



წარწერა ანჩისხატის კარედზე  ადასტურებს მის ხელითუქმნელობას

კათალიკოზ-პატრიარქის დომენტი III წარწერა
ხატის
კუბოს დაბლა პირზედ:

". ადიდენ ღმერთმან კათალიკოზ-პატრიარქი დომენტი, რომელმან განაახლა ხატი ესე ჴელით უქმნელი. პირველად ედესიიდგან კონსტანტინოპოლეს წარმოესვენებინათ და ოდეს ლეო ისავრო და სხუანი ხატთ-მბრძოლნი გამოჩნდნეს, მას ჟამსა მუნიდგან წარმოესვენათ და დაესვენათ კლარჯეთს, საეპისკოპოზოსა საყდარსა ანჩისასა. ბრძანებითა და ნივთისა ბოძებითა მეფეთ მეფის თამარისითა იოანე ანჩელს პატიოსნად მოეჭედა და ოდეს გათათრდა სამცხე, მაშინ აღსრულ იყო ტფილისისა ვაჭარი და ეყიდა ფასითა და მიესვენებინა ბიძისა ჩვენისა კათალიკოზ-პატრიარქის დომენტისათვის და მას ძვირფასად ეყიდა და დაესვენა ტფილისს საყდარსა საკათალიკოზოსა, მეფობასა პაპისა ჩვენისა მეფის ვახტანგისსა. მას აქეთ დიდად დაძველებულიყო ხე და მოჭედილობა. ჩვენ მეფეთა შარავანდედმა ყოვლისა საქართველოსა კათალიკოზ-პატრიარქმან დომენტი კვალად განვაახლე და მოვჭედე გული და კუბო და შევმატე თვალი და მარგალიტი. ქრისტე ღმერთო, შემინდევ ყოველნი ცოდუანი ჩემნი, სატანჯველისა და ყოველთა მტერთა ხილულთა და უხილავთაგან მიხსენ და შემრაცხე მარჯვენით შენსა და დაიცევ მეფე მეფეთა საქართულოსი პანკრატოვანი ვახტანგ და მეუღლე მათი დედოფალი რუსუდან, ძენი მათნი ბაქარ და გიორგი და ასულნი მათნი ყოველნივე იხსენ განსაცდელთაგან, ამინ. ქორონიკონსა ტჟგ . "კვალად განახლებულ-იქმნა სიძველისა გამო კუბო ესე მაცხოვრისა ჩყკგ . ქორონიკონსა ფიგ."

 

,,ნუ სცთებით ღუთისმბრძოლნო ჩუენდა მომართ დაღაცათუ ხელით უქმნელ არს, საშინელი ესე ბეჭედი"

              ,,პირი-ღვთისა ანჩისხატი, უაღრესი სიწმიდეა მთელი ქრისტიანობი¬სა. ვინც დააკვირდება შენიშნავს, რომ სახე მაცხოვრისა ტილოზედ არის გა¬მო¬სახული და ფიცარზედ დაკრული. ტილო კი ისე ცხადათ სჩანს, რომ შუბლზედ და ლოყებზედ ქსოვლობა, ძაფების ორმობადები ეტყობა; შუბლის გარემო, მარჯვნივ ხომ პირდაპირ სჩანს ტილოს ნაპირი. პირი-ღვთისა ანჩისხატი არის ნამდვილი ედესიის ხატი. ამის სა¬ბუ¬თად მომყავს: ) რომ ძველთგანვე ქართველი ერი უწო¬დებს ამ ხატს პირი ღვთის ხატსა; ) რომ დღესასწაული ამ ხა¬ტისა იმთავითვე სრულდება ყოველ წელიწადს 16 (29) აგვისტოს, . . სწორეთ იმ დღეს, რომელიც პირველში¬ვე ედესიიდგან კონსტანტინეპოლში მოს¬ვე¬ნებულს ხელით უქმნელს ხატს დაუწესეს წმ. მამებმა სადღე¬სასწაულოდ; ) ქართველთ წმ. მამათა შეუდგინეს საკუთარი საგალობლები ანჩის ხატს, როგორც პირი ღვთის, ხელითუქმნელს ხატ¬სა; ) საქრისტიანო საზოგადო გარდმოცემით, ედესიის ხელით¬უქ¬მნე¬ლი ხატი საბერძნეთიდამ (კონსტანტინეპოლიდან) გად¬მო¬ტანილია და იმ¬ყოფება საქართველოში. ამას უამრავი წყარო ადასტურებს.
             XVII
-ში დომენტი კათალიკოზმა ქვემო ჭალიდან ხატი დიდის ლი¬¬ტანიით ჩამოასვენებინა მუხრანზედ მცხეთაში და აქედგან ტფილისში. მას აქეთ საკათალიკოზო ყოვლად წმიდის ტაძარს დაერქვა ანჩისხატისა.

(,,ძველი ანჩისხატის ტაძარი . ტფილისში~. ისტორიული მიმოხილვა
მღვდელი . კარბელაშვილისა. ტფილისი. 1902 .)

უფრო ვრცლად იხ.ანჩისხატის ისტორია

 


ღირსი მამა ანტონ მარტყოფელი,
რომელმაც საქართველოში ჩამოაბრძანა კეცის ხატი

          ტროპარი ანტონ მარტყოფელისა                 

                  ხატად ღვთისა შექმნილმან, წმიდაო არა უდებ ჰყავ პატივი ხატისა ქრისტესი. თვინიერ ხელითა კაცთასა გამოსახულისა, რამეთუ იხილე რა ხელთა შინა ურწმუნოთასა, განხურვებულმან შურითა საღმრთოთა, იტვირთე მხართა ზედა მტვირთველი ყოველთა, და მოუძღვანე ქართველთა ერსა, მოღუაწეთა შვენიერებაო ანტონი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

ცხოვრება და მოქალაქეობა

ღირსისა და ღმერთშემოსილისა

მამისა ჩუჱნისა ანტონ მარტყოფელისა

(მესუჱტისა) შემოკლებით

 

                   ...და შემდგომად უკანასკნელთა დღეთა და ჟამთა, ხუასრო, სპარსთა მეფე (613 .) მოადგა ედესია ქალაქსა და უწყო თხრა ქუჱშე ზღუდესა და ეგრეთ შევიდეს, რომელ ვერა აგრძნან თუ ჰბრძავსო. მაშინ ღმერთმან არა დაიდუმა უტყული აღთქმა, რომელ აღუთქვა, ვითარმედ ,,ზღუდე ვარ მე ედესიისა" და მშობელისა თჳსისა მეოხებითა, ევლავიოზს ეპისკოპოსსა მის ქალაქისასა, გამოეცხადა დედა ღუთისა და ჰრქუა, ვითარმედ ,,მას, რომელსამე ბჭესა ზედა არს ხატი იგი ჴელით უქმნელი და დაფარული" და ვითარცა განიღვიძა ეპისკოპოსმან, გულის ხმა ჰყო ჭეშმარიტით ძილსა შინა ჩუნებულსა მას და განთიად წარვიდა ლიტანიით, ადგილსა მას და ჰპოვა წმიდა ხატი იგი ყოვლად განურყუნელი და კანდელი იგი წინაშე მისსა აღნთებული ეგო, ეგე ოდენსა ჟამთა სიმრავლესა შინა და გარდააწუთეს ზეთი მის კანდელისა მბრძოლთა მათსა ზედან მის ქალაქისათა და მეყუსეულად, ვითარცა მიახლდა, მიედვა და დაიწვნეს და ვითარცა მტური განიბნივნეს და უჩინო იქმნნეს; ხოლო რომელი იგი კეცი საფარულად მის ხატისა აღმართებულ იყო, მას ზედა გამოსახულ იყო სხუა ხატი და მსგავსება წმიდისა მის საუფლოსა ხატისა, რომელი იგი სწორებით პატივ იცემებოდეს და ნესტორიანთა ეკკლესიასა შინა დაესვენნეს.
                    მაშინ
წმიდამან ამან ანტონიმ იძია მოძღურისა სისა გზა და ისწავა ჭეშმარიტი და ცნა, რამეთუ წარვიდა სომხითის ჩრდილოეთით კერძო, სხუათა თანა მოწაფეთა, რომელთა აწ მოვიხსენნეთ, დავით და დოდო და შიო ანტიოქიელი და რვანი სხუანი მოწაფენი იოანესნი, ერთისა საზღურისანი: ესე ცნა წმიდამან ანტონი, აღიძრა ტრფიალებითა მოძღურისა სისათა და ესეცა ეძვინებოდა გულსა სსა, რომელ ნესტორიანთა ეკკლესიასა შინა იყუნეს საუფლონი იგი ხატნი და აღიყუანა კეცი რომელ საფარულად მის ხატისა ყოფილ იყო და ხატი ქმნულ იყო. ესე უჩინრად წარმოიღო, წინა ძღომითა ანგელოზისათა და უწყებითა ზეციერითა, ჩრდილოეთს და  მიიწია მტკუარსა ზედა, განვლო იგი და დაემკდრა აღმოსავალით, ვითარ ოთხ მილიონ, ნაპრალსა კლდისასა, შინაგან მთათა აკრიანთა: იოანეს ახილვიდა ვითარ ხუთ მილიონ, და შიოს ვითარ ცხრა მილიონ, დავით, დოდოს ათ სამეტ მილიონ. ოდეს ყოვლად სანატრელი დაემკდრა იოანესა თანა მთასა ზედა ზედაძენისასა, შემდეგ რაოდენისამე დროსა, ბრძანებითა ღუთისმშობლისათა, წმ. იოანემ განუტევა ნეტარნი მოწაფენი სნი საქადაგოთ; რაოდენნი მათგანი წარვიდნენ ქართლს, მიემთხვივნეს მთასა დვალეთისასა, ზოგნი წარვიდეს კახეთს, რომელთა შორის იყო ეს სანატრელიცა მამა ანტონ. ოდეს ესმინა მას ბრძანება მამისა სისისა წარსვლა საქადაგოთ, იპყრა ხელსა შინა სსა წმ. ხატი უფლისა, რომელიც აქუნდა მას მარადის, სიხარულით შეუდგა კუალსა სამოციქულოსა. პირულად მოვლო ქადაგებითა ჩრდილოეთის არენი მთისა ზედაძნისანი და მკდრთა მათთა კერპთმსახურთა უქადაგა უფალი ჩუნი იესო ქრისტე. მრავალნი მათგანნი მოაქცივნა და ნათელს ჰსცა, სახელითა წმ. სამებისათა. შემდეგ ამისა, ოდეს განავრცო სარწმუნოება, დაუტევა აქ მღუდელნი, წარვიდა საქადაგოდ კახეთს, განვლო მთა იალდოსი, მივიდა და მოიკითხა თანა მოღუაწე სი ღირსი და ნეტარი მამა ზენონ იყალთოელი. შემდეგ რაოდენისამე დროსა ნეტამან ანტონ დაუტევა იყალთო, მივიდა თანა მოღუაწესთა სთა და მოიკითხა ღირსი და ნეტარი იოსებ ალავერდელი. მასთანა ღირსმან დაჰყო ფრიადი დრო, დამტევებელმან რაოდენისამე შემდეგ დროსა სხუათა თანა მოღუაწეთთა, დაემკვიდრა ხევსა შინა ლოპოტანისასა, აქა დამკდრებისა შემდეგ, მოვლო სანატრელმან ქადაგებითა ყოველნი სანახებნი მის ადგილისანი და დაარწმუნებდა ყოველთა მათ მრავლითა საკრულებითა, რომელნი იქმნებოდენ ხატისაგან მის საუფლოსა. მობაძავნი მის მოღუაწებისანი მრავალნი დაუტევებდენ სოფელსა და მონაზონ იქმნებოდენ, რომელნი დაემკდრებოდენ მას ღელესა შინა, - არა დამტევებელი ადგილი იგი მრავალთა მომსვლელთა, ნეტარმა აღურჩია სხუა ადგილი ალაზნისა გაღმა, რომელთა აღუშენა მათ მონასტერი. შემდეგ ამისა, არა უდებ ქმნილი - ნეტარმა დაუტევა მონასტერი სი, მოვლო ქუმო კახეთი ქადაგებითა და დაემკდრა უვალსა მთასა ზედა ახმეტისასა. შემდეგ რაოდენისამე დროსა პოვნილ ქმნილი მცხოვრებთა მიერ ახმეტისასა და რათა შეაწუხებდნენ მას; დაუტევა ადგილი იგი სი და მიემთხ მთასა აკრიანისასა, ანუ აწინდელ მარტმყოფისასა. ხოლო მუნ თქუსვე, რომელ წმიდისა ამის ანტონის ედგნეს საზრდელად გუამისა სისა ირემნი და იყო მთა უღაღი და სერტყიანი და იყო ქალაქი ვითარ ერთ მილიონ, მცირე და ესე ირემნი წარდიან ველსა და ვითარ ჟამი მოვიდის, შინა მოვიდიან, წულის; ვითარ მწყემსნი, მოვიდოდეს ჟამეულად. ხოლო ერთსა ოდენ ჟამსა მიიწივნეს უჟამოდ და ფრთხინ და უკან ნუკრი მოსდევდა, ორც შეკუთილი და ესე და უკრდა წმიდასა მას და თქუა გულსა შინა სსა, თუ ,,სადა ვინ შეემთხ". რამეთუ არა უწყოდა სიახლე მის ქალაქისა და მყის ვითარცა კაცთა თუალ მმრუმედ ხედვასა თანა ჰრქუა ,,რა არს ეგე" და მათ ვითარცა პირ მეტყულთა თავ მიზიდვით ჰრქუ. შემომიდექ და გიჩვენოთ და შეუდგა კუალსა მათსა და მიიწია მას ადგილსა სადა იგი შემთხვეულ იყო მათდა და აჰა მთავარი მის დაბისა მოვიდოდა ნადირობად და წინა შეემთხვია და ჰრქუა. ვინ ხარ: ხოლო წმიდა იგი ელითა უჩუნებდა სადა იგი იყოფოდა და ყოველსავე საქმესა, რამეთუ ენა არა ესმოდა: მაშინ მთავარმან ჰრქუა. მე შენი არა მესმის და რომელ ეგე ელითა მეუბნები ეგეცა მოგკუთო: და ჰრქუა. წარიყუანეთ მჭედლისა თანა და ვითარცა მიიყუანეს, მჭედელმან შანთი გაახურვა და გამოიღო, რათა ხელი მოჰკთოს და დავარდა ქვე და ხელნი ვითარცა შეშანი შეექმნნეს. მაშინ წმიდამან მიჰყო ხელი, და ვითარცა ნაკურცხალი ხელითა აღებული მიუპყრა და ჰრქუა. ,,ჰყავ ადრე ბრძანებული შენდა" და იგი განკრთა საშინელსა მას ზედა ხილვასა და მსწრაფლ მიუმცნეს მთავარსა და ჰრქუ ყოველი ხილული და მან ბრძანა, რათა წინაშე მისსა მიიყუანონ და ვითარცა მიიყუანეს, ჰრქუა მას. რა ჰგნებავს სთქუ და ყოველი მიგცე; ხოლო მცირედი ქუა უჩუნა მან, ვითარ სამეული და ილოკდა და ცნეს რამეთუ მარილი უნდა და მოართუ ორი ოდენ ქუა განუტეხელი და მან მოახლიჩა ერთი ლიტრა და წარვიდა და ალოკა ფურთა სთა და იყოფოდა ხატსა მას წინაშე ვიდრე აღსასრულადმდე ცხოვრებისა მისისა და წმიდა იგი წმიდათა შინა მიიცუალა და ჩუ დაგტევა ხატი იგი საუფლო და არს ვიდრე დღეინდელად დღემდე უჩინრად და სასწაულთა მოქმედამს განცხადებულად, რომელ უადვილეს არს აღრიცხვა ზღ შათა ვიდრე საკრულებათა საუფლოსა მის ხატისათა; გარნა ვინათგან ღმერთი მხოლო არს მოქმედი სასწაულთა, მანვე მხოლომან უწყის სიმრავლე სასწაულთა მისთა და უკეთუ სოლომონცა იყო, ვერცა მან შეუძლოს აღრიცხვად ნიერ ღუთისა მხოლოჲსა.
                       ღირსი მამის
- ანტონ მარტყოფელის მიერ საქართველოში შემობრძანებული კეცის ხელითუქმნელი ხატის ანუ კერამიონის დღესასწაული აღინიშნებოდა ფერიცვალებას (ახ. სტ. 19 აგვისტო). აბუსერისძე-ტბელის განმარტებით: "ვინათგან მიემადლა ნათესავსაცა ჩუენსა მოწყალებითა ღმრთისათა ღირსისა მამისა ჩუენისა ანტონი მარტყოფელისა მიერ. და დღესა ფერისცვალებასა ვემთხუევით კეცსა ზედა გარდამოტKფრულსა ტილოსა მიერ."
                      ასწლოვან
ისტორიაში დავით ულუს მეფობის აღწერისას ორგან ვხვდებით ცნობას კეცის ხატის შესახებ:
              ა) "დასნეულდა მეფე დავით მით სალმობითა მუცლისათა და ვერ განკურნეს მკურნალთა, და წარვიდა ცხედრითა. და ვითარ მოეახლა მარტომყოფსა, მივიდა ხატსა მას Pელითუქმარსა, რომელი K გამოისახა ტილოსა, ხატისა მიერ, კეცსა ზედა. მოყვანება ბრძანა მარტომყოფისა ხატისა, და ევედრა ცრემლითა და შეუვრდა, და განკურნა, ვითარ უფლისა მიერ განკურნებული ცხედარსა ზედა მდებარე."
              ბ) სიბადიდან მომავალ მეფე დავითს "მგზავრ მომავალსა მეფესა შეედვა სალმობა მუცლისა, და ვითარ მკურნალთა ვერ უძლეს კურნებად, მაშინ ევედრა ხატსა მას მარტომყოფისასა, და მივიდა მის წინაშე, ვითარ ჩუეულ იყო, რამეთუ პირველ ამისსა მუცლისა სნეულებითა შეპყრობილ იყო და, ვითარ მკუდარი, იდვა უსიტყუოდ, და აღედგინა ხატსა Pორცშესხმულისა ღმრთისასა."
              ჟამთააღმწერელი. ასწლოვანი მატიანე, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, შენიშვნები და ლექსიკონი დაურთი . კიკნაძემ, თბილისი, 1987 . გვ. 142 და 156.

 

ქაშუეთის ტაძარში მინაზე გადასული
მაცხოვრის ხელითუქმნელი ხატი

 

ტროპარი

ლიტანიობდით და გალობდით, აქებდით და ადიდებდით ყოველი სული და ყოველი დაბადებული, ყოვლისა სოფლისა მხსნელსა და მფარველსა საშინელსა ანჩის-ხატსა, რომელსა უღაღადებენ ერნი კლარჯეთისანი იეროპოლით მოვიდა ხატი ესე საშინელი! ჩვენ მოსავთა მისთა მოგვანიჭებს ცოდვათა შენდობასა და დიდსა წყალობასა.

კონდაკი

მზეებრ მზისა ღმერთი გამოგვიჩნდა, ვითარცა თაბორს. ეგრეთვე აქა და ვითარ პირველ ტილოსა. ეგრეთვე კუალად კეცსა ზედა. მაცხოვრად მღაღადებელთა. შენ თაყვანისგცემთ ხატო საშინელო!

 

პორტ-არტურის

ღვთისმშობლის ხატის

ისტორია

"ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა
მობრძანდა თავის მამულში"


           2003 წელს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ჩამოაბრძანეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – “პორტ-არტური”. იგი იმ ხატის ასლია, რომელიც 100 წლის წინ შეიზმნა. ხატის ისტორია ასეთია: ერთხელ ღამით მეზღვაური თეოდორე უცნაურმა ხმამ გამოაღვიძა. მან თავად ღვთისმშობელი დაინახა, რომელიც ანგელოზებით იყო გარშემორტყმული. მათ სათავეში მთავარანგელოზი მიქაელი და გაბრიელი ედგათ. იგი მეზღვაურს უცქერდა და, ამავე დროს, ზურგით ზღვის ყურისკენ იდგა. მას ხელში დიდი ტილო ეკავა, რომელსაც გარს იასამნისფერი არშია ჰქონდა შემოვლებული, შუაში კი მაცხოვრის ხელითუქმნელი ხატი იყო გამოსახული. ღვთისმშობელს ლურჯი სამოსი ეცვა, ზემოდან კი ყავისფერი თავსაბური ებურა. შორიდან ნისლში მოჩანდა ზღვის სანაპიროზე გაშენებული ქალაქი, რომელიც ცეცხლის ალში იყო გახვეული. მეზღვაური მიხვდა, მეზღვაური მიხვდა, რომ დედა ღვთისმშობელი სწორედ მას უყურებდა. მის თავზე ღრუბლებში ანგელოზებს ცისარტყელების გვირგვინი ეპყრათ. გვირგვინის თავზე ჯვარი იყო გამოსახული. ამ ყოველივეს ზევით კითავად უფალი საბაოთი, უბრწყინვალესი ნათლით გარემოცული და გაისმოდა სიტყვები: “და იყავნ თქვენ ერთ მწყემსს და ერთ სამწყსო”. ღვთისმშობელი თავისი ფეხებით თელავდა გაშიშვლებულ და გადატეხილ ხმლებს.
           
ამ ხილვით თავზარდაცემული მეზღვაური ძლიერ შეცბუნდა, მაგრამ ღვთისმშობელმა გაამხნევა და უთხრა: “შორეული ზღვის სანაპიროზე ქვეყანას დიდი ბრძოლა ელის. დაწერე ხატი, რომელზეც აღწერ ამ ხილვას და გაგზავნე იგი პორტ-არტურში. თუკი ჩემი ხატი მოთავსდება ქალაქის კედელში, მართლმადიდებლები გაიმარჯვებენ”. შემდეგ არაჩვეულებრივმა, დამაბრმავებელმა სინათლემ მოიცვა ოთახი და ჩვენება გაქრა.
             
ამის შემდეგ მოხუცი მეზღვაური კიევ-პეჩორის მონასტერში მივიდა და ყველაფერი ბერებს უამბო. ყოვლადჭმიდა ღვთისმშობლის ხატი მართლაც შეიქმნა დაპორტ-არტურისღვთისმშობელი ეწოდა. 1980 წელს ხატმწერმა მიქაელ ოსიპენკომ ნახა იგი ქალაქ კირჟაჩში მოქმედ ერთადერთ ტაძარში და გადაწყვიტა შეექმნა მისი ასლი. 2003 წელს, როდესაც უკვე ასი წელი გავიდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გამოცხადები შემდეგ, ხატის ასლი დასრულდა. გადაწყდა ეს ხატი რუსეთიდან ჩინეთში, პორტ-არტურში გადაესვენებინათ, რათა აღსრულდეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სურვილი, რომელიც რატომღაც 100 წლის მანძილზე ვერავინ შეასრულა. თბილისში ეს ხატი ღვთის განგებით ციმბირიდან მოასვენეს. კითხვაზე თუ რა მიზნით ჩამოაბრძანეს ხატი მაინცდამაინც საქართველოში, მომლოცველებმა შენიშნეს: “ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა მობრძანდა თავის მამულში”. ამ ხატის ისტორია საქართველოს ტყუილად როდი დაუკავშირეს. გარდა იმისა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილია, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატიცჩვენი მხსნელი ანჩისხატიც ხომ აქ ბრძანდება და როგორც ღვთისმშობელი გატეხილი ხმლებით მიგვანიშნებს, მოწევნულ ჟამს მართლმადიდებლებისგან ბოროტის ძლევა იარაღით კი არა, სწორედ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის მეშვეობით უნდა მოხდეს. ღვთისმშობლის თავზე დამდგარი ცისარტყელებიც ნიშანია ღვთის დიდი წყალობისა. ერთობით ვილოცოთ საქართველოს გადარჩენისათვის, რათა ჭეშმარიტად ვიყოთ ერთ მწყემს და ერთ სამწყსო. პორტ-არტურის ხატის მადლი ფარავდეს სულიად საქართველოსა და სამართლმადიდებლოს.

 


© Copyright anchiskhati.ge, 2005.